26 წლის იტალიელი მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა "პარი სენ-ჟერმენი" დატოვოს. როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა TeamTalk-ი იტყობინება იტალიელის დამატება "მანჩესტერ იუნაიტედს" უნდა.
წყაროს ცნობით, აღნიშნული გარიგებით თავად დონარუმაც მოხიბლულია და სურვილი აქვს ახალ ლიგაში და ახალ კლუბში გადასასვლელად. ბრიტანელების მტკიცებით, იმ შემთხვევაში თუ, პარიზული კლუბი მას არ გაუშვებს, მზადაა კონტრაქტი ვადაზე ადრე გაწყვიტოს კიდევაც.
დონარუმა პარიზული კლუბის ღირსებას 2021 წლიდან იცავს და მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2026 წლამდე აკავშირებს. იტალიელის დამატებით, "მანჩესტერთან" ერთად თურქული "გალათასარაიც" ინტერესდება.