ფეხბურთი

1:20 | 5.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" ლუკა მოდრიჩი ოფიციალურად წარადგინა (+VIDEO)

"მილანმა" 39 წლის ლეგენდარული ხორვატი ფეხბურთელი ლუკა მოდრიჩი ოფიციალურად წარადგინა. ლუკა ახალ კლუბში 14-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

ლუკა მოდრიჩი მედიის წარმომადგენლებსაც შეხვდა და ახალ კლუბში გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

"აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ, მილანი ბავშვობიდან ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი იყო და მის თამაშებს ხშირად ვუყურებდი, თან იმ დროს იქ ჩემი კლუმირი ბობანი თამაშობდა. აქ ვარ იმისთვის, რომ კლუბს მაქსიმალურად დავეხმარო, ყველა თამაშში ბოლომდე დავიხარჯო და რაც შეიძლება ბევრი ტიტული მოვიპოვო. ყველას გვახსოვს მილანი თუ რა დონის კლუბი იყო და რა შედეგები ჰქონდა, ამიტომ თითოეულმა ფეხბურთელმა მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რადგან ამ კლუბს ძველი დიდება დავუბრუნოთ. ერთმა ფეხბურთელმა რაც არ უნდა გააკეთოს, ვერაფერს იზამს, ამიტომ გუნდურობაა საჭირო." - განაცხადა მოდრიჩმა.

შეგახსენებთ, რომ მოდრიჩი "მილანს" მადრიდის "რეალიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, ხორვატი "სამეფო კლუბში" 13 წლის განმავლობაში თამაშობდა, სადაც 597 მატჩში 49 ბურთი გაიტანა და 95 საგოლე გადაცემა შეასრულა. „რეალთან“ ერთად ხორვატმა 27 ტიტული მოიგო, მათ შორის ექვსჯერ ჩემპიონთა ლიგა. ინდივიდუალურად, ნახევარმცველმა მოიგო „ოქროს ბურთი,“ ასევე უეფას და ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოები.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.08986