ფეხბურთი

2:08 | 5.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

არნე სლოტი: "სტანდარტულიდან ორი გოლის გაშვება კარგი არაა, განსაკუთრებით "კრისტალ პალასთან მატჩამდე"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „ბილბაოსთან“ ამხანაგური მატჩების (4:1, 3:2) შემდეგ ისაუბრა.

როგორც ნიდერლანდელმა თქვა, მატჩებით კმაყოფილია, მაგრამ სტანდარტული მდგომარეობიდან ორი გოლის გაშვებით - არა:

„სტანდარტულიდან ორი გოლის გაშვება არ არის ის, რაც გინდა - განსაკუთრებით თუ კვირას „კრისტალ პალასს“ ეთამაშები, რომელიც სტანდარტული მდგომარეობების მხრივ ძალიან ძლიერი გუნდია. ეს საკითხია, რაზეც უნდა ვიმუშაოთ - უკვე ვიმუშავეთ ამაზე, მაგრამ მომავალ კვირაში კიდევ უფრო მეტად უნდა ვიმუშაოთ. ფეხბურთელები ფორმაში არიან, ძალიან ბევრს იშრომეს, კარგი ფეხბურთი ითამაშეს, ძალიან ძლიერად და კარგად იცავდნენ თავს - ორი სტანდარტული სიტუაციის გარდა.

ვფიქრობ, ორივე თამაშში ბევრი შანსი შევქმენით და შვიდი გოლი გავიტანეთ, ეს ძალიან სასიამოვნოა, ყველა საგოლე მომენტი ნამდვილად ვერ გამოვიყენეთ. განსაკუთრებით მეორე თამაშში, პირველ ტაიმში, ვფიქრობ, რომ შეგვეძლო რამდენიმე გოლით მეტი გაგვეტანა, ვიდრე გავიტანეთ. დავკარგეთ ორი ხარისხიანი მოთამაშე, დიოგო [ჟოტა] და ლუის დიასი. თუმცა, დავამატეთ უგო [ეკიტიკე], რომელიც ნამდვილად დაგვეხმარება“, - თქვა სლოტმა.

„ლივერპულმა“ ამ მატჩით პრესეზონი დაასრულა და 10 აგვისტოს სეზონში პირველ ოფიციალურ შეხვედრას ჩაატარებს, როდესაც ინგლისის სუპერთასზე „კრისტალ პალასს“ შეხვდება, ხოლო 15 აგვისტოს პრემიერლიგის პირველ ტურში „ბორნმუთს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.090714