ფეხბურთი

10:26 | 5.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ატალანტას“ ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი, ლუკმანი, „ინტერთან“ კონტრაქტის პირობებზე შეთანხმდა

„ატალანტას“ თავდამსხმელი ადემოლა ლუკმანი მილანის „ინტერთან“ პირადი კონტრაქტის პირობებზე შეთანხმდა, წერს სოციალურ ქსელებში ინსაიდერი ნიკოლო სკირა.

წყაროს ცნობით, 27 წლის ნიგერიელმა ფეხბურთელმა უკვე დათანხმდა „ნერაძურისთან“ კონტრაქტს 2030 წლამდე. ამ შეთანხმების თანახმად, ლუკმანი წელიწადში ჯამაგირად დაახლოებით 4 მილიონ ევროს მიიღებს. კლუბებს შორის ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით ახალი მოლაპარაკებები ამ კვირაში გაიმართება.

წყარო ასევე იუწყება, რომ „ინტერი“ დარწმუნებულია ადემოლა ლუკმანის ტრანსფერში, რომელიც კლუბის მთავარი სამიზნეა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ფეხბურთელმა თავად მოითხოვა ტრანსფერი და ამჟამინდელი გუნდის დატოვება სურს.

27 წლის ლუკმანმა გასულ სეზონში 40 მატჩი ჩაატარა, 20 ბურთი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი „ატალანტასთან“ 2027 წლამდეა გათვლილი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09627