ფეხბურთი

11:09 | 5.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარის დუბლი „სანტოსს“ ბრაზილიის ჩემპიონატში „ჟუვენტუდეს“ დამარცხებაში დაეხმარა

5 აგვისტოს ღამეს (თბილისის დროით) ბრაზილიის ჩემპიონატის მე-18 ტურის მატჩში „სანტოსი“ – „ჟუვენტუდეს“ შეხვდა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

გამარჯვებული გუნდის რიგებში ვარსკვლავმა თავდამსხმელმა ნეიმარმა დუბლი შეასრულა, ერთი გოლი პენალტიდან გაიტანა. კიდევ ერთი გოლი ალვარო ბარეალმა დაამატა.

„ჟუვენტუდედან“ თავი უილკერ ანხელმა გამოიჩინა.

ამ გამარჯვების შემდეგ „სანტოსი“ ბრაზილიის ჩემპიონატის ცხრილში 18 ქულით მე-15 ადგილზე გადავიდა. ეს ნეიმარის პირველი გოლები იყო 17 ივლისის შემდეგ, როდესაც „ფლამენგოს“ წინააღმდეგ შეაგდო. ამ სეზონში მან ცხრა თამაშში სამი ბურთი გაიტანა.

თეგებინეიმარი
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.085569