„ნოტინგემ ფორესტმა“ შოტლანდიელ მეკარე ანგუს განთან კონტრაქტს გააფორმებს. ამის შესახებ Sky Sports წერს.
ფეხბურთელმა გასული სეზონის შემდეგ „ნორვიჩ სიტი“ დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. მოთამაშემ შესაძლო თანამშრომლობა მრავალ კლუბთან განიხილა, მაგრამ გადაწყვიტა, „ფორესტერსი“ აერჩია. უახლოეს მომავალში ის ოფიციალურად შეუერთდება ამ გუნდს. განი, სავარაუდოდ, მაც სელსისა და კარლოს მიგელის შემცვლელი გახდება.
ინგლისის პრემიერლიგის 2024/2025 წლების სეზონის შედეგების მიხედვით, „ნოტინგემ ფორესტმა“ 65 ქულით ცხრილში მეშვიდე ადგილი დაიკავა.