ამერიკული ფეხბურთის (NFL) ლეგენდარულმა პროფესიონალმა მოთამაშემ, „ბირმინგემის“ თანამფლობელმა ტომ ბრედიმ განაცხადა, რომ აშშ-ს სჭირდება ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან „ბარსელონას“ გარემარბი ლამინ იამალი და ახალგაზრდა ლიონელ მესი, რომელიც „ინტერ მაიამიში“ თამაშობს.
„ეს არის საოცარი, გლობალური, ყველაზე პოპულარული სპორტი მსოფლიოში. ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდა ფენომენი, როგორიც ლამინ იამალია და ახალგაზრდა ლიონელ მესი. მჯერა, რომ ფეხბურთში ყველაზე საოცარი კულტურული რევოლუცია აქ, ამერიკაში მოხდება. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი შეერთებულ შტატებში გაიმართება. ვერ წარმოიდგენთ, რა აღფრთოვანებას გამოიწვევს ეს“, - თქვა ბრედიმ Men in Blazers პოდკასტში.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატში 48 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, ხოლო თავად ტურნირი 11 ივნისიდან 19 ივლისამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება.