ამჟამად თესალონიკის „არისში“ მობურთალი, ისე კი კატალონიის „ბარსელონას“ აღზრდილი და დაფრთიანებული კარლოს პერესის შესახებ სპორტული პრესა, ადრე, როგორც დაკარგულ ტალანტზე წერდა, სანამ ამ ბეჩავი კაცის ცხოვრებაში არც მეტი, არც ნაკლები, ძაღლი არ გამოჩნდა.
ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ 27 წლის ფეხბურთელი თესალონიკის არცთუ ფართო და ზაფხულის ხვატით დამძიმებულ ქუჩებში საკუთარ ძაღლს ასეირნებდა, რომელსაც თავს ქუჩის ძაღლი, სახელად დარიოსი დაესხა. კარლოსს ისღა დარჩენოდა, ძაღლების გაშველება ეცადა და ამ ჯგლეთა-გაწამაწიაში ხსენებულმა ქუჩის ძაღლმა ქსერქსემ არც მეტი, არც ნაკლები, სასქესო ორგანოზე დაასო კბილი.
სათქმელად ადვილია, მაგრამ როგორც ჩანს, იმ უპატრონომ პერესების გვარის გამგრძელებელს ისე მწარედ უკბინა, რომ ექიმებს ოპერაციის გაკეთება დასჭირდათ და ახლაც საავადმყოფოში წევს. ფეხბურთელს მამაკაცურ ღირსებას ემუქრება თუ არა რამე, ამაზე ბერძნული მედია არაფერს წერს, მაგრამ სასქესო ორგანოშეხვეული და ტანჯული კაცი ბედნიერი რომ არ იქნება - ცხადია.