„ნაპოლი“ ტურინის „იუვენტუსიდან“ ფაბიო მირეტის გადასვლას უახლოვდება. ნიკოლო სკირას ცნობით, ფეხბურთელს კლუბთან პირადი კონტრაქტი შეთანხმებული აქვს.
მირეტი „ნაპოლისთან“ კონტრაქტს 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმებს, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით. ტრანსფერი იჯარით, მაგრამ გამოსყიდვის ვალდებულებით შედგება, დაახლოებით 14 მილიონ ევროდ.
მირეტის კარგად იცნობს "ნაპოლის" სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა, რომელიც მანამდე "იუვენტუსში" მუშაობდა.
ფაბიო მირეტი „იუვენტუსის“ აღზრდილია და მთავარ გუნდში 75 მატჩში 2 გოლის გატანა შეძლო. გასული სეზონი მან იჯარით „ჯენოაში“ გაატარა, სადაც 26 თამაშში 3 გოლი გაიტანა.