ფეხბურთი

17:36 | 5.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" შეშკოსთვის ბრძოლაში ჩაერთო

„მანჩესტერ იუნაიტედი“ „ლაიფციგის“ ფორვარდის ბენჟამინ შეშკოსთვის ბრძოლაში ჩაერთო. ამის შესახებ გერმანული მედია იტყობინება.

ინგლისურმა გრანდმა „ლაიფციგს“ დღეს 85 მილიონი ევროს ოდენობის შეთავაზება გაუკეთა. პარალელურად, შეშკოს გადაბირება „ნიუკასლსაც“ სურს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ 90 მილიონი ევრო შესთავაზა გერმანულ კლუბს.

ორივე ინგლისური გუნდი „ლაიფციგის“ და შეშკოს გადაწყვეტილებას ელოდებიან. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.

21 წლის ფორვარდი „ლაიფციგში“ 2023 წლიდან თამაშობს და 87 მატჩში 39 გოლი გაიტანა. მანამდე სლოვენიელი „ზალცბურგისა“ და „ლეფერინგის“ წევრი იყო.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.164487