ფეხბურთი

21:49 | 5.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტი" ბრაზილიელ მცველს "ჟირონაში" გაანათხოვრებს

ცენტრალურმა მცველმა ვიტორ რეისმა შესაძლოა, „მანჩესტერ სიტი“ დროებით დატოვოს.

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ცნობით, „ჟირონა“ 19 წლის ბრაზილიელის იჯარით გაშვებას გეგმავს. ლა ლიგის კლუბი ტრანსფერის დახურვასთან ახლოსაა.

„მანჩესტერ სიტიმ“ რეისი „პალმეირასიდან“ 37 მილიონ ევროდ 2025 წლის იანვარში შეიძინა. ვიტორის კონტრაქტი „ქალაქელებთან“ 2029 წლის ივნისის ბოლომდეა გათვლილი. ბრაზილიელმა პრემიერლიგის კლუბის რიგებში ყველა შეჯიბრში ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092424