ფეხბურთი

22:36 | 5.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონმა" "ლივერპულიდან" ნახევარმცველი დაიმატა

ტაილერ მორტონი „ლივერპულს“ დაემშვიდობა და „ლიონს“ შეუერთდა, ამის შესახებ ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

22 წლის ინგლისელთან კონტრაქტი 2030 წლის ივნისის ბოლომდეა გაფორმებული. პრემიერლიგის კლუბმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 10+5 მილიონი ევრო და პოტენციური სამომავლო გაყიდვიდან 20%-ის მიღების უფლება მიიღო.

მორტონმა ლივერპულში დებიუტი 2021 წლის სექტემბერში შეასრულა. ტაილერმა „წითლების“ რიგებში 14 მატჩში ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. ის ასევე თამაშობდა „ბლექბერნ როვერსის“ და „ჰალ სიტის“ შემადგენლობაში.

მორტონმა ამ ზაფხულს ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ყველა შეჯიბრში ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებულ 13 მატჩში მორტონმა ერთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.103277