ფეხბურთი

12:53 | 6.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვიტსელი გოგლიჩიძის „უდინეზეში“ მიდის

მადრიდის „ატლეტიკოს“ ყოფილი ნახევარმცველი აქსელ ვიტსელი „უდინეზეში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა. ამის შესახებ La Derniere Heure იტყობინება.

ფეხბურთელი ახალ კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების პერსპექტივით. ფეხბურთელმა ასევე მოლაპარაკებები გამართა „ბეტისთან,“ „ხეტაფესთან“ და „რაიო ვალეკანოსთან,“ მაგრამ სერია A-ს კლუბი აირჩია.

შეგახსენებთ, რომ „უდინეზესთან“ საქართველოს ნაკრების მცველმა, საბა გოგლიჩიძემ 5 აგვისტოს 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ვიტსელი „ატლეტიკოში“ 2022 წლის ზაფხულიდან თამაშობდა, გუნდში 116 მატჩი ჩაატარა, სამი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ნახევარმცველმა ასევე ითამაშა ბელგიურ „სტანდარდში,“ პორტუგალიურ „ბენფიკაში,“ სანქტ-პეტერბურგის „ზენიტში,“ ჩინურ კლუბ „ტიანძინ კუანჯიანსა“ და დორტმუნდის „ბორუსიაში.“

ვიტსელს თავის დროზე ბელგიელთა „ოქროს თაობის“ ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ მიიჩნევდნენ.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095653