ფეხბურთი

14:18 | 6.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსიმ“ დოპინგ სკანდალში გახვეული მუდრიკი გუნდის სეზონის განაცხადში შეიყვანა

ლონდონის „ჩელსიმ“ 2025/2026 წლების სეზონის გუნდის განაცხადში შეიყვანა უკრაინელი გარემარბი მიხაილო მუდრიკი, რომელიც დოპინგის გამოყენების სკანდალშია გახვეული. ამის შესახებ ინგლისის პრემიერლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია.

შეგახსენდებთ, რომ გასული წლის ბოლოს მუდრიკი დოპინგის სკანდალში მოხვდა. მის ორგანიზმში მელდონიუმი აღმოაჩინეს და მას შემდეგ უკრაინელ ფეხბურთელს ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჩელსიმ“ შეიძლება ფეხბურთელს უჩივლოს, თუ მას დოპინგის ბრალდებით დაადანაშაულებენ და კონტრაქტის დარღვევისთვის კომპენსაცია მოითხოვოს. „ლურჯები“ პრემიერლიგის ახალი სეზონის პირველ მატჩში, 17 აგვისტოს შინ „კრისტალ პალასს“ დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093966