ფეხბურთი

14:50 | 6.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ: დონარუმა თუ შევალიე?

ფრანგული „პარი სენ-ჟერმენი“ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას გაყიდვას ივლისის დასაწყისიდან, სატრანსფერო ფანჯრის გახსნიდან ცდილობს. ამის შესახებ ფრანგული პორტალი X Canal Supporters წერს.

წყაროს ცნობით, პსჟ-მ თითქმის დათანხმდა მეკარე ლუკ შევალიეს „ლილიდან“ ტრანსფერზე, მაგრამ არ სურს, რომ გუნდში ერთდროულად იტალიელიც და ფრანგიც იყვნენ.

„ლილი“ მზადაა, შევალიე პარიზულ გრანდში 40 მილიონ ევროდ გაუშვას ბონუსების გათვალისწინების გარეშე, მაგრამ ჯერ 23 წლის მეკარის შემცვლელის პოვნა სურს. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ლილმა“ პსჟ-ს ორი შეთავაზება უარყო, რომელთა ღირებულება 40 მილიონ ევროს აღწევდა, მაგრამ მხოლოდ ბონუსების გათვალისწინებით.

გარდა ამისა, პარიზელთა პირველ გუნდში კვლავ შედიან მეკარეები რუსი მატვეი საფონოვი, ესპანელი არნაუ ტენასი და 19 წლის ახალბედა იტალიელი რენატო მარინი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.097029