„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ინგლისის პრემიერლიგის მომავალი სეზონის მოლოდინები გააზიარა. შეგახსენებთ, რომ „ქალაქელებმა“ გასული სეზონი ლიგის ცხრილში მესამე ადგილზე დაასრულეს.
„მხოლოდ ერთი მოლოდინი არსებობს: ვეცადოთ ყველაფერი გავაკეთოთ, პირველი მატჩები მოვიგოთ, თავდაჯერებულობა მოვიპოვოთ და წინ წავიდეთ. თითოეული სეზონი რაღაცით წინას ჰგავს, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ ვაგრძელებთ იმას, რასაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ვაკეთებდით.
რა თქმა უნდა, გვსურს, გასულ სეზონზე მეტს მივაღწიოთ. თუმცა, ყოველ ჯერზე დაწყებამდე, ჩვენ არც კი ვფიქრობთ იმაზე, თუ რას მივაღწევთ“, - ციტირებს City Xtra გვარდიოლას სიტყვებს.