ფეხბურთი

15:41 | 6.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

საბა გოგლიჩიძე: "ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქართული დროშა ვასახელო" (+VIDEO)

„უდინეზეს“ ახალწვეულმა საბა გოგლიჩიძემ კლუბთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, ძალიან ბედნიერია და ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო ასახელოს:

„ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და ჩემი ახალი გუნდით, "უდინეზეს" ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელი ვარ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვასახელო ჩემი ქვეყანა და ქართული დროშა“, - თქვა საბამ.

„ახალი ქვეყანა. საბა გოგლიჩიძე გახდა პირველი ქართველი, რომელიც „უდინეზეს“ მაისურს მოირგებს“, - წერია უდინური კლუბის სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გოგლიჩიძე „უდინეზეს“ „ემპოლიდან“ 4 მილიონ ევროდ შეუერთდა და 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის ორნომრიანი მაისურით ითამაშებს.

საბა გოგლიჩიძე ქუთაისის „ტორპედოს“ აღზრდილია, რომლის რიგებში 2021-2023 წლებში 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 2024 წლის იანვარში ის „ემპოლიმ“ შეიძინა, მაგრამ მაშინ მოედანზე გასვლის შესაძლებლობა არ მისცემია. საბამ იტალიურ გუნდში თავი გასულ სეზონში დაიმკვიდრა, როდესაც სერია A-სა და იტალიის თასზე 36 მატჩში 1 საგოლე პასით გამოირჩა. საქართველოს ნაკრებში გოგლიჩიძეს 3 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

„უდინეზე“ ტრადიციული იტალიური კლუბია, რომლის რიგებში არაერთ სახელოვან ფეხბურთელს უთამაშია. გუნდის მთავარი მწვრთნელი გერმანელი კოსტა რუნიაიჩია. უდინელებმა გასულ სეზონში მე-12 ადგილი დაიკავეს, ხოლო ახალ სეზონს 25 აგვისტოს, „ვერონასთან“ მატჩით დაიწყებენ, თუმცა იქამდე ერთი კვირით ადრე, იტალიის თასზე "კარარეზეს" დაუპირისპირდებიან. სეზონის დაწყებამდე "უდინეზეს" 9 აგვისტოს, ბრემენის "ვერდერთან" ამხანაგური მატჩიც აქვს დაგეგმილი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.167172