არგენტინელ მაურო იკარდის ვანდა ნარასთან დაშორების შემდეგ კეთილისმსურველნი კი აფრთხილებდნენ, მაგ ქალისგან წასვლა არც ისე ადვილი საქმეა და ეცდება ყველა ბერკეტი გამოიყენოს შენს გასამწარებლადო, მაგრამ ალბათ ვეტერანი ფეხბურთელიც კი ვერ წარმოიდგენდა, რაც ნაცოლარმა ახლა გაუკეთა.
იკარდის საკუთარი ქალიშვილები აუმხედრდნენ და იძახიან, რომ ისეთ მამასთან ურთიერთობა არ სურთ, რომელიც ვანდა ნარასთანა „შესანიშნავ ცოლს და დედას“ მიატოვებს და მოდელ ჩინა სუარესს გადაიწვენს ტატუირებულ მკლავზე ვიოლონჩელოსავითო. ერთ-ერთმა შვილმა საერთოდ იკარდის გვარზეც კი თქვა უარი და ისიც ნარას გვარზე გადავა.
არადა, ქმართან დაშორების შემდეგ, მთლად გულდამწვარი და ეული არც ათას სარბენ ბილიკზე ნარბენი ვანდა ნარა ყოფილა და უმალ დაატყვევა მასზე მთელი 13 წლით უმცროსი რეპერის, L Gante-ს გული. მაგრამ შვილებს რატომღაც მაინცდამაინც მამის საქციელი ახსოვთ და სასჯელიც სწორედ მამას გამოუტანეს.