„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ისაუბრა ფლორიან ვირტცის „ბაიერიდან“ ტრანსფერზე და აღნიშნა, რომ გერმანელ ნახევარმცველს შეუძლია მადრიდის „რეალში“ წასული ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის ფუნქციაც შეასრულოს.
„ვფიქრობ, ყველა ასპექტში გაუმჯობესების შესაძლებლობა ყოველთვის არის. ჩემი აზრით, რამდენიმე დამატებითი „იარაღი“ დავამატეთ. ფლორიანი მოედნის ბოლო მესამედში ძალიან კრეატიულია. ტრენტთან ერთად დაცვაში ბევრი ნიჭიერი მოთამაშე დავკარგეთ. ტრენტის ფუნქცია განსაკუთრებული იყო. ვფიქრობ, ფლოს ეს თვისება აქვს. მართალია ის სრულიად განსხვავებულ პოზიციაზე თამაშობს, მაგრამ ამ კრეატიულობას იყენებს.
ყველაფერი, რასაც აკეთებ, სწორი ნაბიჯი უნდა გადადგა, რადგან ჩვენი კონკურენტებიც ერთ ადგილზე არ სხედან. ისინი არა მხოლოდ გაუმჯობესებას ცდილობენ, არამედ მათაც ბევრი კონტრაქტი გააფორმეს. სწორედ ამიტომ, პრემიერლიგა კვლავ ძალიან საინტერესო იქნება“, - ციტირებს სლოტის სიტყვებს This is Anfield.
ვირცმა გასულ სეზონში „ბაიერის“ შემადგენლობაში 46 მატჩი ჩაატარა, 16 ბურთი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა. „ლივერპულმა“ 22 წლის ნახევარმცველის შესაძენად 125 მილიონი ევრო დახარჯა.