ისტორია

18:29 | 6.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

გონსალო გარსია მადრიდის „რეალის“ ძირითადი გუნდის განაცხადში მოხვდა და ახალ კონტრაქტს მიიღებს

21 წლის თავდამსხმელი გონსალო გარსია მომავალი სეზონისთვის ოფიციალურად გახდება მადრიდის „რეალის“ პირველი გუნდის წევრი - ამის შესახებ წერს Marca.

კლუბის აკადემიიდან გამოსულმა თავდამსხმელმა სამწვრთნელო შტაბის ნდობა დაიმსახურა და 25-კაციან განაცხადში მოხვდება. გონსალო მალე კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს - მოქმედი შეთანხმება 2027 წლის ივნისამდეა ძალაში. ფეხბურთელის მიმართ ინტერესი ადრე „ხეტაფეს“ ჰქონდა, თუმცა „რეალმა“ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, აკადემიის კურსდამთავრებული გუნდში შეენარჩუნებინა.

გონსალო გარსიამ „რეალის“ რიგებში ექვსი მატჩი ჩაატარა საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ოთხი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.089995