ფეხბურთი

16:50 | 6.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო: ერთ კვირაში ტიტულისთვის ითამაშებს

„პარი სენ-ჟერმენმა“ შვებულება დაასრულა, რომელიც სამ კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდა.

დღეიდან ლუის ენრიკეს გუნდი ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს. პსჟ-ს წინაშე ახალი გამოწვევებია:

სულ რაღაც ერთ კვირაში, 13 აგვისტოს ფრანგული კლუბი ევროპა ლიგის გამარჯვებულ „ტოტენჰემს“ უდინეში ევროპის სუპერთასისთვის დაუპირისპირდება. შემდეგ ლიგა 1-იც დაიწყება, პსჟ-ს მეტოქე პირველ ტურში 17 აგვისტოს, „ნანტი“ იქნება.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენს“ იანვარში შეუერთდა, მას შემდეგ ყველა ტურნირზე 32 თამაშში 8 გოლი, 7 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტი მიითვალა. პსჟ-მ ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის სუპერთასი, საფრანგეთის ჩემპიონატი და საფრანგეთის თასი მოიგო, კვარას ტიტულებში მხოლოდ სუპერთასი არ შედის, რადგან იმ დროს ჯერ კიდევ „ნაპოლიში“ ირჯებოდა. მსოფლიოს ჩემპიონობამდე კი, ნაბიჯი დააკლდა. სამაგიეროდ, სულ მალე კიდევ ერთი ტიტულის მოგების შანსი ექნება - ევროპის სუპერთასის.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092302