ფეხბურთი

18:59 | 6.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან

7 აგვისტოს, უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ლიმასოლის არისი ათენის აეკს უმასპინძლებს.

აღნიშნულ შეხვედრას ქართველი არბიტრები მოემსახურებიან. მთავარი მსაჯი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება. მას ასისტენტობას დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ბაქარ ბრეგაძე იქნება, ხოლო ვიდეო რეფერის ასისტენტი - ალეკო აფციაური.

შეხვედრა კვიპროსში გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.172155