ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ყაზახეთის ჩემპიონმა „კაირატმა“ ბრატისლავის „სლოვანი“ დაამარცხა და პლეი-ოფისკენ ნაბიჯი გადადგა.
„კაირატმა“ 1:0 გაიმარჯვა, 90-ე წუთზე დასტან სატპაევმა პენალტით გაიტანა ერთადერთი გოლი. „სლოვანმა“ მატჩის ბოლო 25 წუთი 10 ფეხბურთელით ითამაშა რაჰიმ იბრაჰიმმა მოკლე მონაკვეთში მოასწრო ორი ყვითელი ბარათის მიღება. მატჩის ბოლოს სლოვაკური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმაც წითელი ბარათი მიიღო.
გურამ კაშიამ „სლოვანის“ დაცვის ცენტრში შეუცვლელად ითამაშა, ხოლო „კაირატში“ გიორგი ზარია დისკვალიფიკაციის გამო არ ყოფილა.
საპასუხო მატჩი 12 აგვისტოს, ბრატისლავაში გაიმართება და ორმატჩიანი დუელის ბედიც იქ გაირკვევა.