ფეხბურთი

21:34 | 6.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ხუან კუადრადო ისევ სერია A-ს კლუბში ითამაშებს

ვეტერანი კოლუმბიელი ფეხბურთელი ხუან კუადრადო ისევ სერია A-ში ითამაშებს. 37 წლის ნახევარმცველი „პიზაში“ გადავიდა.

ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა და ის ტოსკანურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რომელთანაც ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კუადრადო ბოლოს ბერგამოს „ატალანტაში“ თამაშობდა, მანამდე „ინტერში“, „უდინეზეში“, „ლეჩეში“, „ფიორენტინასა“ და „ჩელსიში“, კარიერის საუკეთესო პერიოდი კი, 2015-2023 წლებში ტურინის „იუვენტუსში“ გაატარა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.089432