ვეტერანი გერმანელი ნახევარმცველი თომას მიულერი კარიერას MLS-ში გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
გერმანელმა ფეხბურთელმა კანადურ "ვანკუვერთან“ კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით გააფორმა.
„ქალაქის შესახებ შესანიშნავი რაღაცები მსმენია, მაგრამ პირველ რიგში, აქ გამარჯვებისთვის მოვედი. შესანიშნავი დიალოგი მქონდა აქსელ შუსტერთან და იესპერ სორენსენთან. ახლა მოუთმენლად ველოდები გულშემატკივრების წინაშე თამაშს“, - თქვა გერმანელმა.
შეგახსენებთ, რომ თომას მიულერმა „ბაიერნში“ 756 მატჩში 250 გოლი გაიტანა და 274 საგოლე პასი გააკეთა. მან 33 ტიტული მოიგო, მათ შორის, 13-ჯერ ბუნდესლიგა, 6-ჯერ გერმანიის თასი, 8-ჯერ გერმანიის სუპერთასი, ორ-ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.