ფეხბურთი

23:55 | 6.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: სონმა "ტოტენჰემი" დატოვა

ჰონ-მინ სონმა ლონდონის „ტოტენჰემი“ დატოვა და კარიერას „ლოს ანჯელესში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ამერიკელებმა 33 წლის სამხრეთკორეელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 22.5 მილიონი ევრო გაიღეს და ის MLS-ის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.

ჰონ-მინ სონი „ტოტენჰემში“ 2015 წლიდან თამაშობდა და 454 მატჩში 173 გოლი გაიტანა, რითაც კლუბის ისტორიაში მეხუთე საუკეთესო ბომბარდირია. მანამდე სონი გერმანიაში „ლევერკუზენისა“ და „ჰამბურგის“ რიგებში გამოდიოდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.15