ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართა და პლეი-ოფისკენ რამდენიმე გუნდმა დიდი ნაბიჯი გადადგა, რამდენიმე წყვილში სიტუაცია ძალიან დაძაბულია.
ლისაბონის „ბენფიკამ“ საფრანგეთში „ნიცა“ 2:0 დაამარცხა და ძალიან მიუახლოვდა პლეი-ოფს. ბელგრადის „ცრვენა ზვეზდაზეც“ იგივე ითქმის, რომელმაც პოზნანში, „ლეხს“ 3:1 აჯობა და შინ სოლიდური უპირატესობის დაცვა მოუწევს.
„ბრიუგემ“ ავსტრიაში მინიმალური ანგარიშით სძლია (1:0) „ზალცბურგს“, ხოლო როტერდამის „ფეიენოორდმა“ სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ შინ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 მოუგო და ყველაფერი სტამბოლში გაირკვევა. კიდევ ერთი მატჩი „ლუდოგორეცსა“ და „ფერენცვაროშს“ შორის შედგა, რომელიც უგოლოდ, 0:0 დასრულდა.