ფეხბურთი

10:27 | 7.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" ესპანელ მცველებს იმატებს

„ნაპოლი“ დაცვის ხაზს აძლიერებს და ესპანელ განაპირა მცველებს დაიმატებს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, შეთანხმება თითქმის მიღწეულია.

დარჩენილია მხოლოდ ფორმალური დეტალები, რის შემდგომაც, ხუანლუ სანჩესი და მიგელ გუტიერესი „ნაპოლის“ შეუერთდებიან.

ხუანლუ მარჯვენა მცველია და „სევილიას“ ღირსებას იცავს. ის იტალიურ კლუბს 17 მილიონ ევროდ შეუერთდება. 21 წლის ხუანლუს „სევილიაში“ 74 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი.

რაც შეეხება მიგელ გუტიერესს, ის „ჟირონას“ წევრია, რომლის რიგებში 111 თამაშში 6 გოლი გაიტანა. მარცხენა მცველის ტრანსფერი „ნაპოლის“ 20 მილიონი ევრო დაუჯდება. გუტიერესი მადრიდის „რეალის“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 10-ჯერ ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09183