„მანჩესტერ იუნაიტედი“ „ბრაიტონ ალბიონიდან“ კამერუნელი ნახევარმცველის, კარლოს ბალებას გადაბირებას გეგმავს.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, ინგლისური გრანდის წარმომადგენლები ფეხბურთელის გარემოცვას უკვე დაუკავშირდა. ჯერჯერობით, ფინანსური დეტალები უცნობია.
თუმცა, „ბრაიტონს“ ბალებას შენარჩუნება სურს და ნიჭიერ ნახევარმცველს საკმაოდ ძვირადაც აფასებს. შესაბამისად, „მანჩესტერისთვის“ ტრანსფერის განხორციელება ადვილი არ იქნება.
21 წლის კამერუნელი ნახევარმცველი „ბრაიტონში“ 2023 წლიდან თამაშობს და 77 შეხვედრაში 4 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე ის ფრანგულ ლილში გამოდიოდა, სადაც 23 უგოლო მატჩი ჩაატარა.