ჩრდილო და ცენტრალური ამერიკის ლიგის თასის მესამე ტურში „ატლანტა იუნაიტედმა“ მექსიკური „ატლასი“ 4:1 გაანადგურა, ხოლო საბა ლობჟანიძემ გოლი გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარი 38-ე წუთზე ულამაზესი საჯარიმო დარტყმით დალაშქრა, რითაც ანგარიში 3:0 გახადა. ეს საბას პირველი გოლია მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე, მაგრამ აქტივში 8 საგოლე პასიც აქვს.
„ატლანტას“ სამ ტურში 3 ქულა აქვს მოპოვებული.