თამაშგარე

13:20 | 7.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

სიყვარული, რომელიც კორსიკაზე დაიწყო

ეგზოტიკურ კუნძულ კორსიკაზე, სადაც ზღვის ტალღები რომანტიკულ სიმღერას მღერიან, სიყვარული იპოვა სპორტული სამყაროს ერთ-ერთმა ყველაზე მომხიბვლელმა წყვილმა: ბერძენმა მეჩოგნემ სტეფანოს ციციპასმა და მისმა ესპანელმა კოლეგამ, ასევე ჩოგბურთელმა პაოლა ბადოსამ. მათი პირველი შეხვედრა სულაც არ მოხდა პოდიუმზე ან კორტზე – არამედ შამპანურით გაჟღენთილ მოდის წვეულებაზე ხსენებულ კორსიკაზე, სადაც ბადოსა ციციპასის მაგიდასთან წამოიპლაკა და უთხრა: „ხომ არ გაგვეცნო ერთმანეთი, ლამაზო კაცო?!“.

წყვილის ურთიერთობა მალევე გახდა პაპარაცების მთავარი სამიზნე. პარიზის ქუჩებში ერთად სეირნობისას ერთ-ერთმა პაპარაცმა ისე დაღალა ფოტოების ჩხაკა-ჩხუკით, ბერძენმა ჯეელმა ვეღარ მოითმინა და ელინურ დიალექტზე მოუხსენია ნათესავები, დედისა და მამის აღმავალი და დაღმავალი ხაზით.

ჯერჯერობით, წყვილი ოფიციალურ ნიშნობას არ აპირებს, მაგრამ არასოდეს მალავენ გრძნობებს და ბევრი მათი ნაცნობი უკვე ცოლ-ქმრადაც კი მოიხსენიებს, რაც ბადოსაანთ ქალს ძალიანაც მოსწონს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.099506