"პარი სენ-ჟერმენი" "ბორნმუთიდან" უკრაინელ ცენტრალურ მცველს, ილია ზაბარნის დაიმატებს. ხანგრძლივი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულებასთან ახლოსაა.
უკრაინელი პსჟ-სთან კონტრაქტის 2030 წლამდე გააფორმებს, ხოლო პარიზელები ინგლისურ კლუბს 68 მილიონ ევროს გადაუხდიან.
ილია ზაბარნიმ კარიერა კიევის „დინამოში“ დაიწყო, საიდანაც 2022 წელს „ბორნმუთში“ გადავიდა, რომლის მაისურით დღემდე 86 მატჩში 1 გოლი გაიტანა.