UFC-ის მსუბუქი დივიზიონის მებრძოლმა არმან ცარუკიანმა MMA Junkie-თან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ილია თოფურიასთან დაკავშირებით კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა. სომეხი მებრძოლის თქმით, ილიასთვის ის დიდი პრობლემაა და საჩემპიონო ქამარს აუცილებლად დაისაკუთრებს.
"ილიას უნდა, რომ მარტივი ბრძოლები აიღოს, გეიჯისთან ან პიმბლეტთან, რადგან ფული გააკეთოს და საჩემპიონო ქამარი მარტივად დაიცვას. მისთვის ძალიან დიდ პრობლემას წარმოვადგენ და ილიას საჩემპიონო ქამარს აუცილებლად დავისაკუთრებ, ეს მანაც ძალიან კარგად იცის. UFC-ის უკვე ვუთხარი, რომ სექტემბერში ან ოქტომბერში ბრძოლისთვის მზად ვარ. კარგ ფორმაში ვიმყოფები აქტიურად ვვარჯიშობ და ჯანმრთელობის პრობლემებიც არ მაწუხებს, თუ მეტყვიან, რომ სექტემბერში ვინმეს მოვუგო და შემდეგ დეკემბერში ილიას შემახვედრებენ პრობლემა არ მაქვს, ამისთვის მზად ვარ." - განაცხადა ცარუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ არმან ცარუკიანსა და ილია თოფურიას შორის ბოლო პერიოდში სიტუაცია დაიძაბა. ქართველმა მებრძოლმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ არმანთან ჩხუბს ურჩევნია ქამარი ვაკანტური გახადოს, რადგან იგი, მისი კარიერის უმნიშვნელოვანეს ბრძოლას ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ, მცირე დაზიანების გამო ჩაეხსნა.
ცნობისთვის, არმან ცარუკიანმა ბოლო ბრძოლა 2024 წლის დასაწყისსში გამართა, სადაც ჩარლზ ოლივეირა მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.