ფეხბურთი

18:35 | 7.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სენტ ეტიენის" მწვრთნელი: "დავითაშვილს ვეხმარებით, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ "ლავალთან" ითამაშებს"

"სენტ ეტიენის" მთავარმა მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანმა ლიგა 2-ის პირველ ტურში "ლავალთან" მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, არ არის დარწმუნებული, რომ ქართველი ფეხბურთელი სეზონის პირველ შეხვედრაში თამაშს მოახერხებს.

"რაც შეეხება დავითაშვილს, მას არასტაბილური მომზადება ჰქონდა, ჩვენ მას ყველანაირად ვუჭერთ მხარს, რომ მზად იყოს, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ლავალში სათამაშოდ მზად იქნება", - თქვა ჰორნელანმა.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ის გასულ სეზონში 33 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა. ქართველ ფეხბურთელს რამდენმე კლუბს უკავშირებენ, სულ ბოლოს „ბოლონიაზე“ გავრცელდა ინფორმაცია. მას „სენტ ეტიენთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

"სენტ ეტიენი" ლიგა 2-ის პირველ ტურში 9 აგვისტოს, სტუმრად "ლავალს" დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.090637