კალათბურთი

19:39 | 7.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 16 წლამდე ნაკრების შემადგენლობა ევრობასკეტისთვის ცნობილია

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში იასპარეზებს, სადაც ჩვენი ნაკრები C ჯგუფში გერმანიასთან, სერბეთთან და ესპანეთთან ერთად იმყოფება.

დღეს ცნობილი გახდა, იმ 12 კალათბურთელის ვინაობა, რომლებიც ევრობასკეტზე იასპარეზებენ:

ბესო გიგაური დავით ტრაპაიძე ლუკა ფოჩხუა,სანდრო შერვაშიძე, ალექსანდრე იაშვილი,ნიკოლოზ ბოდაველი,ნიკოლოზ მარკოიშვილი, გიორგი გოგოლაშვილი, იური კვირიკაშვილი, ბექა გაგუა, აკმალხან აუბაკიროვი, საბა პატაშური.



შეგახსენებთ, რომ 16 წლამდელთა ნაკრები პირველ შეხვედრას ხვალ, ესპანელ თანატოლებთან გამარტავენ, 9 აგვისტოს სერბეთს, ხოლო 10 აგვისტოს გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ყველა მატჩი 18:30 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, ჯგუფური ეტაპი კლასიფიკაციისთვისაა, რათა გუნდები სიძლიერის მიხედვით პლეი ოფში (მერვედფინალში) დაწყვილდნენ. შესაბამისად, პლეი ოფში ჯგუფის ყველა მონაწილე გადის და მთავარი ბრძოლები მერვედფინალიდან იწყება. მერვედფინალში წაგებული გუნდები 9-16 ადგილებისთვის აგრძელებენ ბრძოლას. ბოლო 3 ადგილზე (14,15,16) გასული გუნდი B დივიზიონში დაქვეითდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.162047