ქალთა შორის ოქროს ბურთის 30 ნომინანტი France Football-მა დაასახელა. გარდა ამისა, სხვა ნომინაციის ნომინანტებიც გარკვეულია.
ოქროს ბურთის ნომინანტები
სანდი ბალტიმორი (ჩელსი, საფრანგეთი), ბარბრა ბანდა (ორლანდო პრაიდი, ზამბია), აიტანა ბონმატი (ბარსელონა, ესპანეთი), ლუსი ბრონზი (ჩელსი, ინგლისი), კლარა ბიული (ბაიერნი, გერმანია), მარიონა კალდენტეი (არსენალი, ესპანეთი), სოფია კანტორე (იუვენტუსი, იტალია), სტეფ კატლი (არსენალი, ავსტრალია), ტემვა ჩავინგა (კანზას სიტი, მალავი), მელჩი დამორნი (ლიონი, ჰაიტი), ემილი ფოქსი (არსენალი, აშშ), კრისტიანა ჯირელი (იუვენტუსი, იტალია), ესთერ გონსალესი (გოთემი, ესპანეთი), კაროლინ გრეჰემ ჰანსენი (ბარსელონა, ნორვეგია), პატრი გუიხარო (ბარსელონა, ესპანეთი), ამანდა გუტიერესი (პალმეირასი, ბრაზილია), ჰანა ჰემპტონი (ჩელსი, ინგლისი), პერნილ ჰარდერი (ბაიერნი, დანია), ლინდსი ჰეპსი (ლიონი, აშშ), ჩლო კელი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ფრიდა მაანუმი (არსენალი, ნორვეგია), მარტა (ორლანდო პრაიდი, ბრაზილია), კლარა მატეო (პარისი, საფრანგეთი), ევა პაიორი (ბარსელონა, პოლონეთი), კლაუდია პინა (ბარსელონა, ესპანეთი), ალექსია პუტელიასი (ბარსელონა, ესპანეთი), ალესია რუსო (არსენალი, ინგლისი), იოჰანა კანერაიდი (ჩელსი, შვედეთი), კაროლინ უეირი (რეალი, შოტლანდია), ლეა ვილიამსონი (არსენალი, ინგლისი).
წლის მწვრთნელის ნომინანტები
სონია ბომპასტორი (ჩელსი), არტურ ელიასი (ბრაზილიის ნაკრები), ჟასტინ მადუგუ (ნიგერიის ნაკრები), რენე სლეგერსი (არსენალი), სარინა ვიეგმანი (ინგლისის ნაკრები).
წლის გუნდის ნომინანტები
არსენალი (ინგლისი), ბარსელონა (ესპანეთი), ჩელსი (ინგლისი), ლიონი (საფრანგეთი), ორლანდო პრაიდი (აშშ).
წლის მეკარის ნომინანტები
ან-კატრინ ბერგერი (გოთემი, გერმანია), კატა სოლი (ბარსელონა, ესპანეთი), ჰანა ჰემპტონი (ჩელსი, ინგლისი), კიამაკა ნადოზი (ბრაიტონი, ნიგერია), დაფნი ვან დომსელაარი (არსენალი, ნიდერლანდები).
წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის ნომინანტები
მიშელ აგიემანგი (არსენალი, ინგლისი), ლინდა კაისედო (რეალი, კოლუმბია), ვიკი კაპტეინი (ჩელსი, ნიდერლანდები), კლაუდია მარტინესი (ოლიმპია, პარაგვაი), ვიკი ლოპესი (ბარსელონა, ესპანეთი).
შეგახსენებთ, ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია 22 სექტემბერს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ისტორიაში მეოთხედ ჯილდო გაიცემა არა კალენდარული წლის, არამედ სეზონის შედეგების მიხედვით, რომელიც 2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 31 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.