კალათბურთი

23:22 | 7.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ესტონეთთან დამარცხდა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპზე მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ისევ მარცხი განიცადა.

როგორც ისრაელთან, ესტონეთთან ტესტ-მატჩიც დახურული ხასიათის იყო. ესტონელებმა 75:70 გაიმარჯვეს.

საქართველოს ნაკრებში 18 ქულით და 4 მოხსნით საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, 10 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა გიორგი შერმადინმა, ხოლო 11-11 ქულა შესძინეს გუნდს გიორგი კორსანტიამ და ბექა ბურჯანაძემ.

ლატვიიდან საქართველო ლიეტუვაში გადავა, სადაც 10 აგვისტოს ადგილობრივ ნაკრებს გაეჯიბრება, ხოლო თამაშის შემდეგ საქართველოს ნაკრები პოლონეთში გადაინაცვლებს და ქალაქ სოსნოვიეცში, 14 აგვისტოს, ადგილობრივ ეროვნულ ნაკრებს (მას-მედიისთვის ღია მატჩში) დაუპირისპირდება.

სოსნოვიეცის შემდეგ საქართველო 9-დღიან შეკრებას პრაღაში, 15-დან 23 აგვისტოს ჩათვლით გამართავს, რომლის ფარგლებშიც ჩეხეთის ნაკრებთან 2 ამხანაგური მატჩი ელის: 19 აგვისტოს დახურული, ხოლო 21-ში ღია ტიპის სპარინგი. ეროვნული ნაკრები 25 აგვისტოს პრაღიდან პირდაპირ ევროპის ჩემპიონატზე, კვიპროსში გაემგზავრება.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთს, იტალიას, საბერძნეთს, კვიპროსს და ბოსნიას შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.089465