ჯოვანი სიმეონემ "ნაპოლი" დატოვა და კარიერას "ტორინოში" გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
არგენტინელმა ფორვარდმა სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ტურინულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ჯოვანი სიმეონე „ნაპოლის“ წევრი 2022 წლიდან იყო და 103 მატჩში 14 გოლი გაიტანა. მანამდე არგენტინელი „ვერონაში“, „კალიარიში“, „ფიორენტინაში“, „ჯენოაში“, „ბანფილდსა“ და „რივერ პლეიტში“ თამაშობდა.