ფეხბურთი

13:30 | 8.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური კლუბი ლაშა ოდიშარიას ტრანსფერით დაინტერესებულია

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი ლაშა ოდიშარია ხიხონის „სპორტინგის“ ინტერესის სფეროშია.

ესპანური მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ლატვიურ რფს-თან მორიგება „სპორტინგისთვის“ რთული იქნება, კლუბი დაინტერესებულია 22 წლის შემტევით. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ლაშა ოდიშარია 2024 წლიდან რფს-ის ღირსებას იცავს, სადაც ძირითადი შემადგენლობის წევრია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბოლო მატჩებში ის განაცხადშიც არ იყო.

ხიხონის „სპორტინგი“ ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ბინადარია. ოდიშარიას რფს-მდე „დინამო თბილისსა“ და მარტვილის „მერანში“ აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.100512