„ნაპოლიმ“ ესპანურ „ჟირონასთან“ მარცხენა მცველის მიგელ გუტიერესის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია.
გარიგება 20 მილიონ ევროდ შედგება და ესპანელი ფეხბურთელი იტალიურ კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს, სეზონში კი, 2.3 მილიონ ევროს მიიღებს. გუტიერესს შეთავაზებები ფრანგული და ინგლისური კლუბებიდანაც (მარსელი, ვესტ ჰემი და ნიუკასლი) ჰქონდა, მაგრამ უარყო, რადგან „ნაპოლიში“ გადასვლა სურდა.
მიგელ გუტიერესი „რეალის“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 10-ჯერ ითამაშა, ხოლო „ჟირონას“ მაისურით 111 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.