ფეხბურთი

16:30 | 8.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ახალი სეზონის დაწყებამდე ნასერ ალ-ხელაიფი პსჟ-ს ფეხბურთელებს შეხვდა და სიტყვით მიმართა

"პარი სენ-ჟერმენი" და ხვიჩა კვარაცხელია ახალი 2025-2026 წლების სეზონისთვის მზადებას უკვე ოფიციალურად შეუდგნენ. პარიზელები პირველ ოფიციალურ მატჩს 13 აგვისტოს გამართავენ, სადაც უეფას სუპერ თასის მატჩში "ტოტენჰემს" დაუპირისპირდებიან.

პსჟ-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ ახალი სეზონის დაწყების წინ ფეხბურთელები პირადად მოინახულა და მათ სიტყვითაც მიმართა. მისი სიტყვებს RMC Sport-ი ავრცელებს.

"ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნება, ახალ სეზონში ჩვენ ვიქნებით გუნდი, რომლის წინააღმდეგაც ყველა კლუბი განსაკუთრებული მოტივაციით ითამაშებს, რათა დაგვამარცხონ, იმიტომ, რომ ჩვენ ევროპის ჩემპიონები ვართ. ჩვენი მიზანი აუცილებლად ყველაფრის მოგება უნდა იყოს, რადგან ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ დასაწყისია, ჩვენ ისტორიის წერა უნდა განვაგრძოთ. მინდა მოგმართოთ, რომ იყოთ ისევ ისეთი ერთიანები და კოლექტიურები მოედანზე, როგორც ამას გასულ სეზონში აკეთებდით." - თქვა ხელაიფიმ.

პრეზიდენტის შემდეგ, სიტყვით ლუის ენრიკეც გამოვიდა:

"დარწმუნებული ვარ, რომ წელს ჩვენ უფრო ძლიერები ვიქნებით, ვიდრე ეს გასულ სეზონში იყო. ეს ყველაფერი მომდევნო კვირაში იწყება და მე მჯერა თქვენი." - ციტირებს ლუის ენრიკეს სიტყვებს RMC Sport-ი.

შეგახსენებთ, რომ "პარი სენ-ჟერმენმა" 2024-2025 წლების სეზონში ისტორიაში პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ამასთან ლუის ენრიკეს შეგირდებმა საფრანგეთის ჩემპიონობა, სუპერ თასი და თასის მოგებაც მოახერხეს.

ცნობისთვის, პსჟ-სა და "ტოტენჰემის" მატჩი 13 აგვისტოს ჩვენი დროით 23:00 საათზე გაიმართება, ხოლო ლიგა 1-ის პირველი ტურის მატჩს პარიზელები სტუმრად 17 აგვისტოს გამართავენ, მათი მეტოქე "ნანტი იქნება".

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.097128