"პარი სენ-ჟერმენმა" ფრანგი მეკარის ლუკა შევალიეს შემდეგ, მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში მეორე შენაძენი განახორციელა.
როგორც ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება, 22 წლის უკრაინელი მცველი ილია ზაბარნი "ბორნმუთიდან" კარიერას "პარი სენ-ჟერმენში" გააგრძელებს.
წყაროს თქმით, მხარეებს შორის ყველა საკითხზე შეთანხმება მიღწეულია და პარიზული კლუბი აღნიშნულ ტრანსფერს ოფიციალურად სულ მალე დაადასტურებს. "ბორნმუთი" ზაბარნის სანაცვლოდ 62 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო უკრაინელი ფეხბურთელი ახალ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც 2030 წლამდე იქნება გათვლილი.
შეგახსენებთ, რომ ილია ზაბარნიმ კარიერა კიევის „დინამოში“ დაიწყო, საიდანაც 2022 წელს „ბორნმუთში“ გადავიდა, რომლის მაისურით დღემდე 86 მატჩში 1 გოლი გაიტანა.