"ფენერბაჰჩეს" მთავარ მწვრთნელ ჟოზე მაურინიოს კლუბში მეკარის პოზიციის გაძლიერება სურს და როგორც თურქული მედია იტყობინება, პორტუგალიელმა კლუბის მესვეურებს "ლივერპულის" ბრაზილიელი მეკარის ალისონ ბეკერის შეძენა მოსთხოვა.
როგორც გამოცემა Sabah-ი იტყობინება, თურქული კლუბი მზადაა "ლივერპულთან" აღნიშნულ ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყოს. ინგლისელების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ ჯერობით უცნობია. იმ შემთხვევაში თუ, ეს გარიგება შედგება, გიორგი მამარდაშვილი "ლივერპულის" პირველი მეკარე გახდება და ბუნებრივია უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცემა.
როგორც ირკვევა, მოურინოს ჯერ "მანჩესტერ სიტის" მეკარე ედერსონის ვარიანტი ხიბლავდა, თუმცა აღნიშნული გარიგება არ შედგა.
შეგახსენებთ, რომ 32 წილის ალისონ ბეკერი "ლივერპულის" ღირსებას 2018 წლიდან იცავს და კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.