ფეხბურთი

21:07 | 8.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიური მედია: ლომინაძემ მწვრთნელზე სხვადასხვა თვისებით შთაბეჭდილება მოახდინა

პორტუგალიური „ეშტორილის“ მთავარი მწვრთნელი იან კათრო სეზონის სტარტზე ნოდარ ლომინაძეს ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებს.

როგორც ცნობილი პორტუგალიური გამოცემა Record-ი წერს, ნახევარდაცვის კონკურენციაში ლომინაძე წინაა, რადგან მწვრთნელზე შთაბეჭდილება მოახდინა სხვადასხვა თვისებებით:

„ეშტორილი“ სეზონს ამ ორშაბათს „ესტრელა ამადორას“ მასპინძლობით დაიწყებს და მოსალოდნელია, რომ იან კათრო კანარის კუნძულელთა ნახევარდაცვაში ლომინაძეს მიანიჭებს უპირატესობას. 23 წლის, 1.94 მეტრი სიმაღლის ქართველმა ნახევარმცველმა შოტლანდიელ მწვრთნელზე შთაბეჭდილება მოახდინა არა მხოლოდ ფიზიკური ძალით მოედნის ცენტრში, არამედ ტაქტიკური და ტექნიკური მახასიათებლებითაც. „დინამო თბილისიდან“ შეძენილი ნახევარმცველი, სავარაუდოდ, ახალი სეზონის დასაწყისში ჰოლსგროუვთან ერთად ნახევარდაცვაში ადგილისთვის ბრძოლაში პატრიკ დე პაულასა და პიციზე წინ იქნება“, - წერს გამოცემა.

აქვე გეტყვით, რომ „ეშტორილი“ „ესტრელა ამადორას“ 11 აგვისტოს დაუპირისპირდება. ნოდარ ლომინაძე პორტუგალიურ კლუბს ივლისში შეუერთდა და ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.097513