კატალონიის "ბარსელონას" ორი ფეხბურთელი რობერტ ლევანდოვსკი და ლამინ იამალი UEFA-მ ფულადი ჯარიმებით დააჯარიმა. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა MARCA ავრცელებს.
წყაროს თქმით, საქმე ეხება დოპინგ კონტროლის რეგულაციების დარღვევას, რომელიც "ბარსას" ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ დაარღვიეს. საქმე ისაა, რომ ლევანდოვსკიც და იამალიც "ინტერთან" წაგებული მატჩის შემდეგ არ დაემორჩილნენ კონტროლის ოფიცრის მითითებებს და დროულად არ გამოცხადდნენ საკონტროლო პუნქტში. როგორც ირკვევა, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ პოლონელ და ესპანელ ფეხბურთელს 5000 ევროს ჯარიმები დააკისრა.
ცნობისთვის, UEFA-მ ასევე დასაჯა "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ჰანსე ფლიკი, გერმანელ სპეციალისტს 20000 ევროს ჯარიმის გადახდა მოუწევს და ამასთან ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩს გამოტოვებს.