ფეხბურთი

21:17 | 8.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" პსჟ-ს ნახევარმცველით დაინტერესდა

მადრიდის „რეალი“ „პარი სენ-ჟერმენისა“ და პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველის, ვიტინიას მიმართ ინტერესს იჩენს.

როგორც მადრიდული გამოცემა Marca იტყობინება, „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტი პორტუგალიელის შეძენაზე ფიქრობს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია, რთულად წარმოსადგენია, რომ პსჟ ვიტინიას მიმდინარე ზაფხულს შეელიოს, რადგან ლუის ენრიკესთვის ის საკვანძო ფეხბურთელია.

თუმცა, „რეალმა“ შესაძლოა, რეალური შეტევა გაისად განახორციელოს, რადგან 2026 წელს ვიტინიას კონტრაქტში გააქტიურდება პუნქტი, რომლის მიხედვით მისი გამოსასყიდი თანხა 90 მილიონი ევრო იქნება, რომლის გადახდის შემთხვევაში „რეალი“ შეძლებს ტრანსფერის განხორციელებას.

ვიტინია პსჟ-ში 2022 წლიდან თამაშობს და 153 მატჩში 19 გოლი გაიტანა. მას შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, ოქროს ბურთის 30 ნომინანტს შორისაც მოხვდა. მანამდე პორტუგალიელი ფეხბურთელი „ვულვზის“ და „პორტუს“ რიგებში გამოდიოდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095726