ფეხბურთი

21:24 | 8.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ ოქროს ბურთზე: "სიყალბეა"

„ალ-ნასრის“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ 2025 წლის ოქროს ბურთზე 30 ნომინანტს შორის ვერ მოხდა.

ეს გასაკვირი არც უნდა ყოფილიყო, რადგან პორტუგალიელი საუდის არაბეთში თამაშობს, რაც ბუნებრივია, ოქროს ბურთისთვის საბრძოლველად საკმარისი არაა.

40 წლის ფეხბურთელს სწორედ ოქროს ბურთზე ჰკითხეს „რიუ ავესთან“ ამხანაგური მატჩის (4:0) შემდეგ, რომელშიც მან ჰეთ-თრიქი შეასრულა. კრიშტიანუს პასუხი ძალიან მოკლე, მაგრამ დისკუსიის გამომწვევი გახდა:

„ეს სიყალბეა“ - თქვა რონალდუმ და ადგილი დატოვა. ფაქტია, კრიშტიანუს ამ კომენტარს საკმაო რეზონანს მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ ოქროს ბურთი 5-ჯერ, 2008, 2013, 2014, 2016 და 2017 წლებში მოიგო, ხოლო 6-ჯერ მეორე ადგილი დაიკავა (2008, 2009, 2011, 2012, 2015, 2018).

2024-2025 წლების სეზონში რონალდუმ 41 მატჩში 35 გოლი გაიტანა, ხოლო საუდი პრო ლიგაში 25 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.100255