გერმანიის II ბუნდესლიგის მეორე ტურში „ნიურნბერგმა“ „დარმშტადტს“ უმასპინძლა, რომლის წინააღმდეგ დაძაბულ ბრძოლაში 0:1 დამარცხდა.
მიროსლავ კლოზეს გუნდი მეორე ტაიმში ფლობდა უპირატესობას და მარცხი არ დაუმსახურებია, მაგრამ 94-ე წუთზე კილიან კორედოსგან გოლი გაუშვა, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ ბავარიელებმა პირველ ტურშიც 0:1 ბოლო წუთზე გაშვებული გოლით წააგეს.
ლუკა ლოჩოშვილმა ისევ შეუცვლელად ითამაშა, საკმაოდ კარგადაც, ხოლო 61-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
„ნიურნბერგი“ ორი ტურის შემდეგ უქულოდ მე-16 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 22 აგვისტოს, სტუმრად „მიუნსტერთან“ ჩაატარებს.