"რეალის" 19 წლის ბრაზილიელი შემტევი ენდრიკი არსად არ მიდის, მან უარყო ყველა ჭორი იმის შესახებ, რომ ის "სამეფო კლუბს" იჯარის წესით დატოვებდა. ამასთან ერთად ახალგაზრდა ფეხბურთელი კლუბის გადაწყვეტილებით ახალი სეზონიდან 9-ნომრიან მაისურს მოირგებს, რომელიც გასულ სეზონში კილიან მბაპეს ეკუთვნოდა
.თავის მხრივ, ფრანგი სუპერვარსკვლავი 10-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს, მან აღნიშნული მაისური ლუკა მოდრიჩის წასვლის შემდეგ მიიღო.
ცნობისთვის, ენდრიკი "რეალის" ღირსებას 2024 წლიდან იცავს, მან გასულ სეზონში 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 7 გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.