„ნიუკასლ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ედი ჰაუმ ალექსანდერ ისაკის შესახებ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, შვედ ფეხბურთელს კლუბში მომავალი აქვს, მაგრამ სიტუაცია შესაბამისი უნდა იყოს.
„ამ ეტაპზე ცხადია, რომ ისაკს ჯგუფში ვერ ჩავრთავთ. ის აქ არის, ამიტომ, რა თქმა უნდა, მას „ნიუკასლში“ მომავალი აქვს. ჩვენი მხრიდან, ძალიან გვინდა, რომ ის გუნდში დაბრუნდეს, მაგრამ ამისთვის სიტუაცია შესაბამისი უნდა იყოს“, - თქვა ჰაუმ.
შეგახსენებთ, რომ შვედი ფორვარდი გუნდთან ერთად ვარჯიშზე უარს აცხადებს, რადგან კლუბის დატოვება და „ლივერპულში“ გადასვლა სურს.